მენიუ
თქვენი კალათა

აუქციონის წესები და პირობები

აუქციონის წესები და პირობები

  • ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას ონლაინ აუქციონის ფორმატში გამჭვირვალე და სამართლიანი წესების დაცვით.

1. მონაწილეობის პირობები

  • აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგისტრირებულ მომხმარებელს. თითოეულ მონაწილეს შეუძლია განათავსოს შეთავაზება (ბიდი) მიმდინარე ფასზე მაღალი ოდენობით.

2. გამარჯვებული

  • აუქციონში გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, რომლის შეთავაზებაც იქნება ყველაზე მაღალი აუქციონის დასრულების მომენტში.

3. გადახდა

  • გამარჯვებულმა მომხმარებელმა ვალდებულია გადაიხადოს შეთავაზებული თანხა განსაზღვრულ ვადაში. გადახდის დაგვიანების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას გააუქმოს შედეგი და შესთავაზოს პროდუქტი შემდეგ მონაწილეს.

4. მიწოდება

  • პროდუქტის მიწოდება ხორციელდება გადახდის დადასტურების შემდეგ, შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

5. გარანტია

  • აუქციონით შეძენილ პროდუქტებზე ვრცელდება 1 (ერთი) წლიანი გარანტია, რომელიც ძალაშია შეძენის დღიდან.
  • გარანტია ფარავს ქარხნულ დეფექტებსა და ტექნიკურ გაუმართაობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გამოწვეულია არასწორი გამოყენებით ან მექანიკური დაზიანებით.

6. პასუხისმგებლობა

  • მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია. ყალბი მონაცემების ან წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მონაწილეობა.

7. დამატებითი პირობები

  • კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს აუქციონის პირობები ან გააუქმოს აუქციონი ტექნიკური ან სხვა აუცილებელი მიზეზების გამო.
ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი დათვალიერების გამოცდილების და ჩვენი საიტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. კონფიდენციალურობა.